ახალი საფრთხე – რუსეთში ფრინველის გრიპის ახალი შტამი გამოვლინდა

რუსეთში ფრინველის გრიპის ახალი შტამით (H5N8) ადამიანების ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა. როგორც Guardian იუწყება, ფრინველის გრიპის ახალი შტამით, მეფრინველეობის ქარხნის 7 მუშა დაინფიცირდა, ვირუსის ადამიანებს შორის გავრცელების ფაქტები არ დაფისირებულა.

H5N8 შტამით ადამიანების ინფიცირების პირველი შემთხვევა რუსთეში 2020 წლის დეკემბერში გამოვლინდა. რუსულმა მხარემ ვირუსის გავრცელების შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას უკვე აცნობა.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურის უფროსმა, ანა პოპოვამ განაცხადა, რომ მუშები მეფრინველეობის ქარხანაში ვირუსის აფეთქების დროს დაინფიცირდნენ, თუმცა H5N8 შტამის შემდგომი გავრცელება არ დაფიქსირებულა. მისივე ინფორმაციით ინფიცირებულები, ამ დროისთვის, თავს კარგად გრძნობენ.

ფრინველებში H5N8 შტამის ეპიდემია ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთში, ევროპაში, ჩინეთში, შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში და ჩრდილოეთ აფრიკაში დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ H5N8 შტამი ფრინველისთვის მომაკვდინებელია. ვირუსით ადამიანების ინფიცირების შემთხვევები დაავადებულ ფრინველთან კონტაქტს უკავშირდება, თუმცა ფრინველის ხორცის სათანადო დამუშავების პირობებში, ვირუსის გავრცელების რისკები მცირდება.

ვინაიდან გრიპის გავრცელება დაკავშირებულია გადამფრენ ფრინველებთან, ხორცის მწარმოებელი ქვეყნები უსაფრთხოების განსაკუთრებულ, საკარანტინე, ზომებს იღებენ. 2020 ნოემბერში H5N8 შტამის გავრცელების გამო, ინგლისში რამდენიმე მსხვილმა მწარმოებელმა, პრევენციის მიზნით, ფრინველები ჰუმანური მეთოდებით გაანადგურა – აღნიშნულია გარემოს დაცვის, საკვების უსაფრთხოების და სოფლის მეურნების საკითხთა დეპარტამენტის ოფიციალურ განცხადებაში.

ჯერჯერობით უცნობია, მოახდენს თუ არა ვირუსი შემდგომ მუტაციას. The Guardin-ის ცნობით რუსეთში ვირუსზე ადამიანების ტესტირება და ვაქცინაზე მუშაობა უკვე დაიწყეს.

Vinkmag ad

imerstory

Read Previous

რუსი ტამერლან ბაშაევი დამარცხებულია – გელა ზაალიშვილმა ოქროს მედალი მოიგო (ვიდეო)

Read Next

1000 მშობლის მარში – 26 თებერვალი