ბუხაიძის ქუჩაზე არსებულ მოედანს კონსტიტუციის სახელი მიენიჭება

აღნიშნული ინიციატივით ქუთაისის საკრებულოს, ქალაქის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა მიმართა.

საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა ქალაქის მერის მიერ წარდგენილ ინიციატივაზე იმსჯელეს და წარმოდგენილ საკითხს მხარი დაუჭირეს.

“2021 წლის 21 თებერვალს 100 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუცია მიიღო.

“ეს იქნება პირველი ქართული კონსტიტუციის მიმართ გამოხატული ჩვენი პატივისცემა და მისი პოპულარიზაციისთვის გადადგმული ნაბიჯ” – იოსებ ხახალეიშვილი

ეს იყო უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში – დღევანდელი საქართველოსა და პირველი რესპუბლიკის ერთგვარი პოლიტიკური, სამართლებრივი და სულიერი კავშირის დასტური სწორედ 1921 წლის 21 თებერვალს მიღებული კონსტიტუციაა.

კონსტიტუციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქუთაისში, ყინულის დარბაზთან, მოეწყობა კონსტიტუციის მოედანი. ამ ინიციატივით უკვე მივმართეთ ქალაქის საკრებულოს და შესაბამის დადგენილებასაც მალე მივიღებთ.

ეს იქნება პირველი ქართული კონსტიტუციის მიმართ გამოხატული ჩვენი პატივისცემა და მისი პოპულარიზაციისთვის გადადგმული ნაბიჯი.

კონსტიტუცია არის უპირველესი გარანტი ქვეყნის დამოუკიდებლობის, უსაფრთხოების, დემოკრატიისა და განვითარებისა.

გილოცავთ პირველი ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავს!” – ვკითხულობთ განცხადებაში რომელიც ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა.

 აღნიშნულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია :

კონსტიტუციის მოედანი ბუხაიძის ქუჩაზე მოეწყობა

“თავისი მნიშვნელობით 1921 წლის კონსტიტუცია იყო გამორჩეული აქტი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა საქართველოს სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში. სწორედ ამ აქტით მოხდა პირველად საქართველოს დემოკრატიული არჩევანის დეკლარირება.

 საქართველოს პირველი კონსტიტუცია, მუხლი 1. საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო. მუდმივი და უცვლელი ფორმა პოლიტიკური წყობილებისა არის დემოკრატიული რესპუბლიკა.

 1921 წლის 21 თებერვალს გაზეთი „ერთობა“ წერდა – „დღეს საქართველოს აქვს თავის კონსტიტუცია, თავის პოლიტიკური სახე, რომლითაც იგი თამამად და ამაყად წარდგება მსოფლიოს წინაშე”

 100 წლის შემდეგ, შეგვიძლია მთელი მსოფლიოს წინაშე ვიამაყოთ იმით, რომ მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული კონსტიტუცია, სწორედ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ მიიღო და ამ აქტით განმტკიცებულ ღირებულებულებებს ეყრდნობა დღეს ჩვენი ქვეყნის მთავარი კანონი.

 მოხარული ვარ, რომ ქუთაისში გვექნება კონსტიტუციის მოედანი, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის მხრიდან აღნიშნულ ინიციატვას აქვს სრული მხარდაჭერა. კონსტიტუციის მოედანი იქნება ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციონალიზმის საუკუნოვანი ისტორიის და ტრადიციის სიმბოლო.”

Vinkmag ad

გიზო ბანძელაძე

Read Previous

კორონავირუსის 396 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში

Read Next

ლაშა ბექაური თელავივის გრანდ სლემის გამარჯვებულია (VIDEO)