კორონავირუსის 396 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 396 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 469, ხოლო გარდაიცვალა — 19 ადამიანი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2,2%. ბოლო 14 დღის განმავლობაში — 2,6%, ხოლო 7 დღის მანძილზე — 2,4%.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 015 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 11 021, PCR-ით — 6 994.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 268 097-ს, გამოჯანმრთელდა — 261 066, ხოლო ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 3 425 ადამიანი.

Vinkmag ad

გიზო ბანძელაძე

Read Previous

სამტრედიაში დაკარგული მცირწლოვანები იპოვეს

Read Next

ბუხაიძის ქუჩაზე არსებულ მოედანს კონსტიტუციის სახელი მიენიჭება