პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო სამსახურსაც ტოვებენ

მაღალი რანგის სამეფო სტატუსის დატოვების შემდეგ, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო სამსახურსაც ტოვებენ. ამის შესახებ განცხადებას სასახლის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სასექსის ჰერცოგთან საუბრის შემდეგ დედოფალმა დაასტურა, რომ სამეფო სამსახურის დატოვებასთან ერთად ჰერცოგს და ჰერცოგინიას მოეხსნებათ საზოგადოებრივ სამსახურთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები და მოვალეობები.

პრინცი ჰარი დატოვებს საპატიო სამხედრო წოდებებს, მათთან დაკავშირებული საქველმოქმედო ფონდების პატრონაჟი კი, ოჯახის სხვა წერებისთვის გადაცემამდე, დედოფალს დაუბრუნდება.

„ყველანი დამწუხრებულები ვართ ჰერცოგის და ჰერცოგინიას გადაწყვეტილებით, თუმცა ისინი მუდამ იქნებიან ჩემი ოჯახის საყვარელი წევრები“ -ნათქვამია ელისაბედ მეორის განცხადებაში.

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი აცხადებენ, რომ ისინი კვლავ რჩებიან დიდი ბრიტანეთის ერთგულნი და ოფიციალური სტატუსის გარეშე გააგრძელებენ იმ ფონდების დახმარებას, რომლებსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმოადგენდნენ.

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

ჰარიმ და მეგანმა 2020 წლის იანვარში დატოვეს სამეფო ოჯახის სტატუსი და უფლებამოსილებები და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდნენ. მათ ერთი წლის განმავლობაში უფლება ქონდათ გადაწყვეტილება შეეცვალათ.

ფინანსური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად წყვილმა ჰოლივუდში დაიდო ბინა. მათ უკვე გააფორმეს კონტრაქტები Netflix-თან, Spotify-სთან და Disney-სთან. წყვილის საპროდიუსერო კომპანია, დოკუმენტურ ფილმებს, სერიალებს და საბავშვო პროგრამებს გამოუშვებს. მათ მიერ დაფუძნებული Archewell Audio კი, მრავალწლიანი კონტაქტის ფარგლებში, Spotify-სთვის პოდკასტების სერიას მოამზადებს. პოდკასტებს თავად პრინცი ჰარი და მეგან მარკლი წაიყვანენ.

რამდენიმე დღის წინ ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ დაადასტურეს რომ მეორე ბავშვს ელოდებიან. სიახლის დაანონსებასთან ერთად მათ შავ-თეთრი ფოტოც გამოაქვეყნეს. სამეფო ოჯახის კიდევ ერთი შთამომავლის სქესს მომავალი მშობლები არ ასაჯაროებენ.

Vinkmag ad

გვანცა ლუკავა

Read Previous

ნამოხვანში სიტუაცია რამდენიმეჯერ დაიძაბა (ვიდეო)

Read Next

სამტრედიაში დაკარგული მცირწლოვანები იპოვეს