ნამოხვანში სიტუაცია რამდენიმეჯერ დაიძაბა (ვიდეო)

კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა სოფელ ნამოხვანში. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მოითხოვს “ნამახვანჰესის” მშენებელმა კომპანია “ენკამ” შეაჩეროს სამუშაოები და დატოვოს რიონის ხეობა. მათი თქმით ჰესი საფრთხეს უქმნის ეკოლოგიას და არ დაუშვებენ ქართული მიწის 99 წლით თურქებისთვის მიყიდვას. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცის რამდენიმე ეკიპაჟი. აქციის მონაწილეები მშენებლებს არ აძლევდნენ მუშაობის გაგრძელების საშუალებას და სასწრაფოდ მოითხოვდნენ მათ მიერ ტერიტორიის დატოვებას. პროტესტის მონაწილეებმა ასევე სცადეს მუშებთან მიახლოება, რამაც სიტუაციის დაძაბვა გამოიწვია, თუმცა პოლიციამ შეძლო სიტუაციის განმუხტვა. რამდენიმე ადამიანმა გაურკვეველი მიზეზით შემოვლითი გზით სცადა კომპანიის წარმომადგენლებთან მისვლა. აქციაზე ისმოდა ქსენოფობიური და შოვინისტური შეძახილები.

ვითარების განსამუხტად “ენკას” თანამშრომლებმა ტერიტორია უკვე დატოვეს, თუმცა სხვა ლოკაციებზე კომპანია ჩვეულებრივ აგრძელებს მუშაობას.

Vinkmag ad

გიზო ბანძელაძე

Read Previous

IX საუკუნის ტაძარი სოფელ ბერიეთში

Read Next

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო სამსახურსაც ტოვებენ