პოლიტსაბჭოს სხდომა რამდენიმე წუთია დაიწყო და მმართველი პარტია სავარაუდოდ ახალი პრემიერმინისტრობის კანდიდატზე მსჯელობენ. ვრცელდება მოსაზრებები, რომ ერთ-ერთი კანდიდატი არის ირაკლი კობახიძე, ასევე თბილისის მერი კახა კალაძე.
დღეს დაგეგმილია უმრავლესობის სხდომაც, რომელიც 16:00 დაიწყება.