“გიორგგი გახარიას ჰქონდა გუნდისგან განსხვავებული პოზიცია” – ირაკლი კობახიძე

“ქარტული ოცნების” თავმჯდომარემ გიორგი გახარიას გადადგომაზე ისაუბრა და თქვა, რომ პრემიერ მინისტრსა და გუნდის დანარჩენ წევრებს შორის მთავარი წყალგამყოფი გახდა მელიას მიმართ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობა. მისი თქმით იქ სადაც კანონის აღსრულება არ არის უზრუნველყოფილი, სახელმწიფოებრიობაქ ექმნება საფრთხე.

“ჩვენს პოლიტიკურ გუნდში ნამდვილად იყო დისკუსია ნიკანორ მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით. გიორგი გახარიას ჰქონდა გუნდისგან განსხვავებული პოზიცია ამ საკითხზე. თუმცა, სამწუხაროდ, არგუმენტები, რომლებიც გაამყარებდა მის პოზიციას, ვერ მოვისმინეთ. წყალგამყოფი იყო საკითხი სახელმწიფომ უნდა აჩვენოს თავისი სახე, როგორც სახელმწიფომ თუ არა. გუნდის დანარჩენი წევრებისთვის ამ კითხვაზე პასუხი ერთმნიშვნელოვანი იყო. ქვეყანას, სადაც კანონის აღსრულება უზრუნველყოფილი არ არის, მით უმეტეს იმ პირობებში რომ მას დამნაშავეები ასეთი უხეში გამოწვევების წინაშე აყენებენ, ვერ შედგება როგორც სახელმწიფო. კანონის არასათანადოს აღსრულებაა ის რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკურ რადიკალიზაციასა და პოლარიზაციას ქვეყანაში. ჩვენი როგორც ქვეყნის პასუხისმგებლობაა მყარად დავიცვათ სახელმწიფოს ღირსება. პრემიერმინისტრის გადაწყვეტილების ფონზე შს მინისტრმა მიიღო ლოგიკური გადაწყვეტილება ნიკა მელიას დაკავების პროცესის დროებით გადადების შესახებ”, — განაცხადა კობახიძემ.

პრემიერმინისტრობის ახალკანდიდატზე ქართული ოცნება პოლიტსაბჭოზე იმსჯელებს, რომელიც ხვალ გაიმართება.

Vinkmag ad

გიზო ბანძელაძე

Read Previous

გიორგი გახარია გადადგა

Read Next

“ქართული ოცნების” ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *