“ენას, მამულს და სარწმუნოებას ამოფარებული სიძულვილის ენა! ” – მოძრაობა “ქუთაისის საკრებულო ნანა კოსტავას გარეშე”

ნანა კოსტავა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ქართული ოცნების თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება, სადაც ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ენის, მამულის და სარწმუნოების შეურაცხყოფა სახელმწიფოს ჩამოშლის ხელშემწყობია და თავის მიერ წარსულში სიძულვილის ენის გამოყენების გასამართლებლად იყენებს. კოსტავას წერს, რომ ამაყია კობახიძის განცხადების შემდეგ და თავის საგმირო საქმეების ჩამონათვალს გვთავაზობს :

“პრეზერვატივზე თამარ მეფის გამოსახვა მე გავაპროტესტე და დავგმე ქალაქ ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე,ლია უკლებას უნიჭო ორიგინალობა “მკვლელი ღვთისმშობელი” და იქვე, პომადიანი უფალი პირველი მე დავგმე,ყოველგვარი ქართულის დამალვას მიჩქმალვას და ყურადარმიღებას ყოველთვის მე ვგმობდი,დავგმე სალომე ბარკერის საქციელიც როდესაც სიცილით,თითებზე პრეზერვატივჩამოცმული მთელ ერს ჯვარს გვსახავდა….მივიღე დიდი სტრესი,ტრაგედია,ბულინგი, დამცირება შინაური თუ გარეული მტრებიდან…მადლობა უფალს ,რომ ერთი ნაბიჯით არ დამიხევია უკან და აი! ახლა! როდესაც ჩვენი პარტიის ღირსეულმა თავმჯდომარემ,ბატონმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა რომ ,მამულის, ენისა და სარწმუნოების შეურაცხყოფა სახელმწიფოს ჩამოშლის ხელშემწყობიაო და ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ ამ განცხადებით,საინტერესოა რას ფიქრობენ ჩვენი ლიბერალურად მოაზროვნე თანაგუნდელები თუ არათანაგუნდელები?ირაკლი შენგელია,გვანცა თოთაძე,ანა შალიკიანი,ნუგზარ კოხრეიძე,ელზა ჩუბინიძე ,ნიკა ლატარია,ელეონორა არჩაია,ქეთი ბერძენიშვილი,ფიქრია ხაჭაპურიძე,თამუნა ნიკოლეიშვილი, ზვიად ძიძიგური, თუ სხვები თუ სხვები თუ სხვები??? ” წერს ნანა კოსტავა

კოსტავას პოსტს გამოეხმაურა მოძრაობა “ქუთაისის საკრებულო ნანა კოსტავას გარეშე”. მოძრაობის ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ, რომ ნანა კოსტავამ, მიუხედავად დიდი პროტესტისა ვერაფერი ისწავლა და დღემდე ვერ იაზრებს თავისი საქციელის სიმძიმეს :

“ქალბატონი ნანა კოსტავა დღემდე ვერ იაზრებს მისი საქციელის სიმძიმეს. ენას, მამულს და სარწმუნოებას ამოფარებული სიძულვილის ენა! ” -“ვკითხულობთ “ქუთაისის საკრებულო ნანა კოსტავას გარეშე” ფეისბუქ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 28 მაისს, ნანა კოსტავამ ფეისბუკის გვერდზე გააზიარა ტრაგიკულად დაღუპული 16 წლის გოგონას დის,სალომე ბარკერის ვიდეო და ნიშნის მოგებით მიმართა:  “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე !”. კოსტავას მიერ სიძულვილის ენის გამოყენებამ საზოგადოების დიდი პროტესტი გამოიწვია და რამდენიმე აქცია გაიმართა მოთხოვნით “ქუთაისის საკრებულო ნანა კოსტავას გარეშე”. შედეგად კოსტავა გადააყენეს ფრაქცია “კონსერვატორები – ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტიდან და ამსთან ერთად გაირიცხა ფრაქციიდან.

Vinkmag ad

imerstory

Read Previous

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ექვსი სოფელი ხიდის გარეშე დარჩა.

Read Next

ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდა

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *