ბაღდათის მუნიციპალიტეტის ექვსი სოფელი ხიდის გარეშე დარჩა.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ექვსი სოფელი ხიდის გარეშე დარჩა. ადგილობრივების თქმით, რეაბილიტაციის მიზეზით, ხიდი ისე დაანგრიეს, რომ სათადარიგო ხიდი არ გაუკეთებიათ. ადგილობრივებმა დღეს აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ ხიდთან ერთად დაზიანდა სასმელი წყლის ცენტრალური მილი და ორი დღეა წყალი არ მიეწოდებათ. ამასთან, ვერ ხერხდება მაღაზიების პურით და პროდუქტით მომარაგება. ადგილობრივები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, ცენტრალური ხიდის დანგრევამდე, საფეხმავლო ხიდი უნდა აეგოთ. მათი თქმით, ქალაქში ჩასვლა შემოვლითი გზით უწევთ, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ისინი საფეხმავლო ხიდის დაუყივნებლივ გაკეთებას მოითხოვენ. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის არჩილ გოქსაძის თქმით, ხიდი ავარიული იყო, ამიტომ მიმდინარეობს სარეაბილიტავიო სამუშაოები. რაც შეეხება გუშინ მომხდარ ინციდენტს, განმარტავს, რომ ხიდის ნაწილი ადგილზე მიმდინარე სამუშაოების დროს დაინგრა. მერის თქმით, საფეხმავლო ხიდი ერთ კვირაში გაკეთდება და მოსახლება ხიდით სარგებლობას შეძლებს. რამდენიმე დღეში აღდგება დაზიანებული წყლის მილი. როგორც მერი განმარტავს, მოსახლეობა გარესამყაროს არ არის მოწყვეტილი და შემოვლითი გზით შეუძლიათ სარგებლობა. არჩილ გოქსაძე მოსახლეობას შექმნილი მდგომარეობის გამო ბოდიშს უხდის.

Vinkmag ad

გიზო ბანძელაძე

Read Previous

“სიხარბე არ უნდა გამოვიჩინოთ , რითაც დავეხმარებით მთავრობას და ერთმანეთს, რომ ეკონომიკა და ჩვენი ბიზნესი ვმართოთ სწორად.” – ია გამეზარდაშვილი

Read Next

“ენას, მამულს და სარწმუნოებას ამოფარებული სიძულვილის ენა! ” – მოძრაობა “ქუთაისის საკრებულო ნანა კოსტავას გარეშე”

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *