“სიხარბე არ უნდა გამოვიჩინოთ , რითაც დავეხმარებით მთავრობას და ერთმანეთს, რომ ეკონომიკა და ჩვენი ბიზნესი ვმართოთ სწორად.” – ია გამეზარდაშვილი

რესტორან ამირანის გენერალური მენეჯერი ია გამეზარდაშვილი განცხადებას ავრცელებს და რეგულაციების კიდევ უფრო შემსუბუქების ინიციატივით გამოდის.

მისი თქმით შიდა სივრცეებში, რეგულაციების დაცვით შესაძლებელია სტუმრების 50 % განთავსება.

“მოგესალმებით. მე წარმოვადგენ რესტორან ამირანს ქუთაისში. მინდა ჩემი მოსაზრება დავაფიქსირო დახურული სივრცეების გახსნასთან დაკავშირებით.იმედი მაქვს,ჩემს აზრს მოისმენენ და გაითვალისწინებენ .. მართალია, ღია სივრცეეები გაიხსნა და ძალიან კარგია რომ ეს შეზღუდვა მოგვეხსნა,მაგრამ ცივი ამინდების პირობებში მუშაობა ფაქტობრივად შეუძლებელია. ვფიქრობ ერთობლივი ძალისხმევით გამოსავლის პოვნა შესაძლებელი იქნება. მე ჩემი რესტორნის მაგალითზე ვისაუბრებ. რესტორან ამირანს აქვს სამი სხვადასხვა დახურული სივრცე: (დარბაზები)200, 300 და 70 ადამიანზე გათვლილი. ვფიქრობ, დავტივრთოთ თითოელი დარბაზის 40-50% პროცენტი , შესაბამისად ყველა რეგულაცია და მოთხოვნა დაცული იქნება. მაგალითად 200 კაციან დარბაზში დავსვათ 80-100 მომხმარებელი, 300 კაციანში 100-120 კაცი. და შესაბამისად 70 კაციანში 30 პერსონა. მკაცრად დავიცვათ ყველა რეკომენდაცია და მოთხოვნა. ამ რეგულაციების გათვალისწინებით შევძლებთ ფუნქციონირებას ყველა რესტორნის დახურული სივრცე… მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ რესტორნის წარმომადგენლებმაც და ადამიანებმაც უნდა შევუწყოთ ერთმანეთს ხელი . თუ ობიექტის ყველა სივრცე 50% -ით დაიტვირთება, აღარ მივიღოთ დამატებით სტუმარი და გავუშვათ სხვა რესტორანში. სიხარბე არ უნდა გამოვიჩინოთ , რითაც დავეხმარებით მთავრობას და ერთმანეთს, რომ ეკონომიკა და ჩვენი ბიზნესი ვმართოთ სწორად. ჩვენთვის სტუმრისა და თანამშრომლის ჯანმრთელობა უპირველესია,ამიტომ სამუშაო პროცესი უნდა ვმართოთ საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით. ამით ხელს შევუწყობთ მთავრობას, რომ კიდევ ერთხელ არ დაგვჭირდეს “ჩაკეტვა”. ერთმანეთის გვერდით დგომით ყველფერს შევძლებთ.არ გავჩერდებით ისე, როგორც დღეს ვართ..იმედი მაქვს რომ ყველა რესტორნის მფლობელი გაიზიარებს ამ მოსაზრებას.მარტო მთავრობა ვერაფერს შეძლებს თუ ჩვენც არ შევუწყვეთ ხელი. მადლობა ყურადღებისთვის. გისურვებთ მშვიდობას და ჯანმრთელობას. აცხადებს რესტორან ამირანის გენერალური მენეჯერი ია გამეზარდაშვილი

Vinkmag ad

გიზო ბანძელაძე

Read Previous

ბრიჯეტონების ოჯახის სასიყვარულო დრამა გრძლედება

Read Next

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ექვსი სოფელი ხიდის გარეშე დარჩა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *