ბრიჯეტონების ოჯახის სასიყვარულო დრამა გრძლედება. პოპულარული სერიალის მეორე სეზონში, მაყურებელი ბრიჯეტონების უფროსი ძმის, ენტონი ბრიჯეტონის სასიყვარულო თავგადასავალში გაეხვევა.

როგორც Deadline იუწყება ქალის მთავარ როლს, სერიალ Sex Education-ის მსახიობი, სიმონა ეშლი შეასრულებს. Bridgeton-ის მეორე სეზონი ჯულია ქუინის რომანების ქრონოლოგიას მიყვება და პროდიუსერების ინსპირაცია ნოველა – „ვოკონტი, რომელსაც ვუყვარდი“ იქნება.

ოპერის მომღერალთან წარუმატებელი რომანის შემდეგ, ენტონი ბრიჯეტონის ყურადღებას ლონდონში ახლადჩამოსული ქეით შარმა მიიპყრობს. ახალგაზრდა, ჭკვიანი და ჯიუტი ლედის და თავქარიანი ენტონის სიყვარულის ისტორიას არც ამჯერად მოაკლდება სასახლის კარის ინტრიგები და ჭორები. Shondaland-ის სერიალი Bridgeton ნეტფლიქსზე 2020 წლის 25 დეკემბერს გამოვიდა და ის 82 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. სერიალი ჯულია ქუინის ბრიჯერტონების ოჯახზე შექმნილი რომანების სერიას ეფუძნება და ნეტფლიქსისთვის შონდა რაიმსთან თანამშრომლობის პირველი პროდუქტია. კონტრაქტის თანახმად, პროდიუსერი ნეტფლიქსისვის 9 პროექტს შექმნის.
