პარლამენტმა დეპუტატ ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა. კანონმდებლებმა საკუთარი გადაწყვეტილებით, პროკურატურას თანხმობა მისცეს, მელიას მიმართ აღვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე სასამართლოს მიმართოს. შესაბამისი დადგენილება 88 ხმით მიიღეს, რასაც წინ უძღვოდა გენერალური პროკურორის შუამდგომლობის განხილვა. 2-მა დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა.ნიკა მელია 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისათვის, “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა და მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, ასევე ელექტროსამაჯური დაუმაგრდა, რაც მელიამ 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გამართულ აქციაზე პროტესტის ნიშნად მოიხსნა. აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის გამო, მელიას სასამართლომ გირაოს ოდენობა 70 ათასს ლარამდე გაუზარდა. შესაბამისად, მას დამატებით 40 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა, რის გადახდაზეც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ უარი თქვა.ამჯერად პროკურატურა სასამართლოში მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობის დაყენებას აპირებს, რისთვისაც საგამოძიებო უწყებას პარლამენტის თანხმობა და მელიასთვის, როგორც დეპუტატისთვის, იმუნიტეტის შეჩერება სჭირდებოდა.რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის მიერ დეპუტატის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემის შემთხვევაში, დაპატიმრებულ პარლამენტის წევრს, პარლამენტის დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება, დაკავების ან დაპატიმრების პერიოდით. სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის ან სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, პარლამენტის წევრს დაპატიმრების ვადა პარლამენტის წევრის უფლებამოსილების საერთო ვადაში ჩაეთვლება და დაპატიმრების დროის შესაბამისი კომპენსაცია მიეცემა

Vinkmag ad

გიზო ბანძელაძე

Read Previous

ჭიათურაში მედიაჰოლდინგ კვირას გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ (ვიდეო)

Read Next

ანდრია გვიდიანი: “ელექტროენერგიის საგანგაშოდ მზარდ დეფიციტს “ნამახვანჰესის” მსგავსი სადგურები უნდა დავუპირისპიროთ”

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *