ჭიათურაში მედიაჰოლდინგ კვირას გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ (ვიდეო)

ჭიათურაში მედიაჰოლდინგ კვირას გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა როდესაც ჯურნალისტი ანუკა ლიპარიშვილი და ოპერტორი სანდრო ვაშაკიძე სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდნენ. მათი თქმით არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცები გაურკვეველი მიზეზით დაედევნენ და სანდრო ვაშაკიძეს ფზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

“ჭიათურაში ვართ ამ წუთასაც, პოლიციაში გამოგვკითხეს კიდეც, თუმცა აქ ვრჩებით მაინც. ყველაფერი ასე დაიწყო – ჩამოვედით ჭიათურაში და სიუჟეტისთვის მასალების მოგროვება დავიწყეთ. გამოკითხვები გავაკეთეთ, ხალხი ჩავწერეთ და ერთ-ერთ რესპონდენტთან რომ მივდიოდით, რომელთანაც წინასწარ ვიყავით შეთანხმებულები ჩაწერაზე, უკან უცხო მანქანა აგვედევნა. მომენტალურად უმატებდნენ სიჩქარეს და იმიტაციას აკეთებდნენ, თითქოს გვეჯახებოდნენ. დანიშნულების ადგილას რომ მივედით, ეს უცხო პირები უცებ გადმოცვივდნენ მანქანიდან და ჩვენი მისამართით გინება დაიწყეს. ვცდილობდით ჩვენი საქმე შეგვესრულებინა, თუმცა ხელს გვიშლიდნენ მიზანმიმართულად და როდესაც ჩემმა ოპერატორმა სანდრომ კამერა ჩართო, მას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნასვამები იყვნენ და საკმაოდ აგრესიულები”, – ამბობს ჟურნალისტი ანუკა ლიპარიშვილი.

საინფორმაციო-შემეცნებითი პლათფორმა “იმერული ამბები” სოლიდარობას ვუცხადებთ მედიაჰოლდინგ კვირასგადამღებ ჯგუფს და კატეგორიულად ვემიჯნებით ნებისმიერი სახის ძალადობას.

Vinkmag ad

გიზო ბანძელაძე

Read Previous

Choose Georgia – ლეოს ვლოგი

Read Next

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *