იაგო ხვიჩიას თქმით ოპოზიცია მიშას თამაშს თამაშობს

გირჩის ლიდერებმა, იაგო ხვიჩიამ, ვახტანგ მეგრელიშვილმა და ალექსანდრე რაქვიაშვილმა ოპოზიციის შეხვედრა დასრულებამდე დატოვეს. იაგო ხვიჩიას თქმით, ლეიბორისტული პარტიის ოფისში მყოფებმა ფაქტობრივად ერთხმად დაუდასტურეს, რომ ისინი მიშას თამაშს თამაშობენ.

“ფაქტობრივად ხალხმა, რომელიც ლეიბორისტების ოფისში არიან, დაგვიდასტურეს, რომ ისინი თამაშობენ მიშას თამაშს, მაგალითად კახა კუკავა, მან მითხრა, რომ გვაცალეთ მიშას თამაშის თამაშიო ხომ იცითო. ასე მითხრა კახა კუკავამ, მაგრამ ზოგადად, განწყობა იყო ეს, სადაც ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მიშას თამაშში ჩვენი ადგილი არ არის. ჩვენ გვქონდა სულ 3 საკითხი, რომლის განხილვაც გვინდოდა და ფაქტობრივად ეს 3 საკითხი იყო ისეთი, რომელზედაც თუ მსჯელობა დაიწყებოდა, აღმოჩნდებოდა, რომ რაც ჩვენ გვინდოდა, ის იყო სამართლიანი, შესაბამისად ფაქტობრივად გვითხრეს, რომ ოპოზიცია გადადის სხვა Mode-ზე, ასე რომ ვთქვათ”, — განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისივე თქმით, სამ საკითხზე გაამახვილეს ყურადღება, თუმცა პასუხი ვერ მიიღეს.

“3 საკითხი იყო — ერთი, მოგვყვებოდნენ თუ არა პროპორციულ არჩევნებზე, რომელზედაც საერთოდ პასუხი ვერ მოვისმინეთ, მეორე საკითხი იყო, რომელიც ჩვენ დავაყენეთ,არჩევნები რომ გაყალბდა, რომ ვიძახით და რომ ვერ ვარწმუნებთ ფასილიტატორებს,გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია. თქვენ იცით, რომ ჩვენ პარლამენტში ჩვენი პირობის გარეშე არ შევდივართ, ამიტომ ჩვენ თვითონ გადავამოწმებდით თქვენს მიერ მოწოდებულ მტკიცებულებას და გვექნებოდა არგუმენტი ფასილიტატორებთან, რაზედაც ასევე, დუმილი იყო და ზოგადად, პასუხი არ არსებობდა. მესამე საკითხი იყო — რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელიას დაიჭერდნენ, რა გეგმა არსებობდა ამ შემთხვევაში და რაში უნდა მიგვეღო მონაწილეობა იმიტომ, რომ თქვენ იცით, რომ ჩვენ ნიკა მელიას უპირობო სოლიდარობას ვუცხადებდით და ვუცხადებთ და რა იქნებოდა ის ღონისძიებები, რაშიც უნდა მიგვეღო მონაწილეობა. ამასთან დაკავშირებით ატყდა ყაყანი და ფაქტობრივად გაუსაძლისი გახდა ჩვენი იქ ყოფნა”, — თქვა ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიამ ასევე განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას ციხეში მოხვედრა ექსპრეზიდენტის და ამავე პარტიის დამაარსებლის, მიხეილ სააკაშვილის თამაშია.

Vinkmag ad

გიზო ბანძელაძე

Read Previous

60+ კლუბის წევრებმა ირაკლი შენგელიასთან შეხვედრა გამართეს

Read Next

14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმეზე გამოძიებამ ბაბუა დააკავა

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *