60+ კლუბის წევრებმა ირაკლი შენგელიასთან შეხვედრა გამართეს

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ბაზაზე არსებულმა 60+ კლუბის წევრებმა ზუმ პლათფორმით, შეხვედრა გამართეს ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავჯდომარე ირაკლი შენგელიასთან და კლუბის საჭირობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს

შეხვედრის მიზანი ქალებში ინფორმაციის სწრაფი და ეფექტური გავრცელება, ასევე ხანდაზმული ქალების საჭიროებების წინა პლანზე დაყენება იყო. ონლაინ შეხვედრაზე სამ ძირითად საკითხზე გაამახვილა ყურადღება კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენლებმა მერი ლობჟანიძემ და მზისერი ბოჭორიშვილმა.

  • იურიდიული მომსახურების და მრავალპროფილური იურისტის საჭიროება 60 + ქალებისთვის;
  • სახელმწიფოს მხრიდან არსებული სოციალური სერვისების შესახებ ერთიანი ციფრული გაიდლაინის არსებობა. არსებულ გაიდლაინში გაერთიანდეს აგრეთვე ინფორმაცია გენდერული საბჭოების მხრიდან განხორციელებული პროექტებისა და ღონისძიებების შესახებ
  • სასწავლო ღია სივრცის შექმნა (პროფესიული გადამზადება, ხელსაქმე და ა.შ)მათი დასაქმების ხელშეწყობა.

შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაცია Union freya – ს დირექტორი ქეთი მურღულია ესწრებოდა, რომელიც ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრთან ერთად და ქალთა ფონდის მხარდაჭერით ხანდაზმული ქალების საჭიროებების კვლევასა და პოპულარიზაციაზე მუშაობს. Women’s Fund in Georgia

Vinkmag ad

გიზო ბანძელაძე

Read Previous

“რატომ ბაქიბუქობენ, რისი თავიც არ აქვთ” – ნიკა მელია

Read Next

იაგო ხვიჩიას თქმით ოპოზიცია მიშას თამაშს თამაშობს

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *