“რატომ ბაქიბუქობენ, რისი თავიც არ აქვთ” – ნიკა მელია

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას არ ეყოფა გამბედაობა მის დასაპატიმრებლად.

„სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ამის თავი მათ არ აქვთ. არც ივანიშვილს, არც გავრილოვს და არც ამ ადამიანებს არ აქვთ ამის თავი, ამისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების თავი არ აქვთ, რომ შავზე თეთრი თქვან და ამაში დაარწმუნონ საზოგადოება. მე ძალიან მიკვირს, რატომ ბაქიბუქობენ, რისი თავიც არ აქვთ?

არ არსებობს, გამორიცხულია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხოს ჩემი დაჭერა. არა იმიტომ, რომ მაგარი ვარ და ოპოზიციაა მაგარი, უბრალოდ საფუძველი არ არსებობს ამის და კარგად უნდა გაიგოს “ქართული ოცნების” ყველა დეპუტატმა, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავარდეთ. ასე გაგაკეთებინეს უკვე, ერთხელ ხელი დაგაჭერინეს ღილაკზე პარლამენტში და შემდეგ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში იგრძენით თავი, როდესაც სასამართლოთი მოუწიათ ჩემი არდაჭერა. ხალხი, რომელიც პოლიტიკურ ლიდერებად გყავთ, კალაძით დაწყებული – კობახიძით დამთავრებული, რომლებიც დაზუთხულივით იმეორებენ, რომ გადავიხდიდი გირაოს, ხომ არ გადავიხადე? ვისი პროგნოზი გამართლდა, ჩემი თუ თქვენი პოლიტიკური ლიდერების? ახლა ვამბობ, რომ ვერ დამიჭერენ თქვენი ლიდერები და ისინი ამბობენ, რომ დავიჭერთო. ენდეთ ემპირიულ გამოცდილებას და მენდეთ მე, არ ენდოთ თქვენს პოლიტიკურ ლიდერებს“, – განაცხადა მელიამ.

Vinkmag ad

გიზო ბანძელაძე

Read Previous

“ქართული ოცნების” უმრავლესობის შეთავაზებით, ცესკოს შემადგენლობა შვიდი წევრით განისაზღვრება

Read Next

60+ კლუბის წევრებმა ირაკლი შენგელიასთან შეხვედრა გამართეს

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *