“ქართული ოცნების” უმრავლესობის შეთავაზებით, ცესკოს შემადგენლობა შვიდი წევრით განისაზღვრება

„ქართული ოცნების” უმრავლესობა საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობს. მათი შეთავაზებული საარჩევნო ცვლილებების სამუშაო ვარიანტით, ცესკოს შემადგენლობა შვიდი წევრით განისაზღვრება, რომელთაგან ექვსს პარლამენტი აირჩევს.

ამავე პროექტით პოლიტიკურ პარტიას უფლება ექნება დანიშნოს თავისი წარმომადგენელი ცესკოში, თუკი პარტია ბოლო საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობდა და მისი წარდგენით, პროპორციული წესით არჩეულ იქნა პარლამენტის წევრი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ცესკო-ში ისარგებლებს სათათბირო ხმის უფლებით, ცესკოს წევრისთვის განსაზღვრული გარანტიებითა და უფლებებით – მათ შორის, შრომის ანაზღაურების მიღების უფლებით, თუმცა არ ექნება ცესკოს სხდომაზე კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება.

უმრავლესობის პროექტის მიხედვით, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ცესკოში დაინიშნება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში არჩეული საქართველოს პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენამდე.

Vinkmag ad

გიზო ბანძელაძე

Read Previous

ვახტანგ გომელაური : – “ყველაფერი გავაკეთეთ რაც გვევალებოდა”

Read Next

“რატომ ბაქიბუქობენ, რისი თავიც არ აქვთ” – ნიკა მელია

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *