ვახტანგ გომელაური : – “ყველაფერი გავაკეთეთ რაც გვევალებოდა”

“შსს მინისტრი 14 წლის გოგონას თვითმკვლელობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს ესაუბრა და თქვა, რომ გამოძიება ჩატარდა ყველა წესის დაცვით და ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

“პირველ რიგში, ვუსამძიმრებ ოჯახს. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე ფაქტია, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი, ბავშვი თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს. ძალიან მძიმეა. მე ვერ ვიტყოდი ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება და ვისი არ დადგება. ჩვენ რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ, რაც კანონმა მოგვცა უფლება, შესაძლებლობა, რომ ჩაგვეტარებინა საგამოძიებო მოქმედებები, გამოკითხვები, დაკითხვები და ა.შ. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რაც გვევალებოდა. ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ასე ნუ უკეთებთ კითხვის ინტერპრეტაციას – თუ ვინმეს აქვს რამე პრეტენზია ან კითხვა, ეს იქნება ოჯახი თუ სხვა ადამიანი შეუძლია შეიტანონ საჩივარი და ნახონ რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა”, – განაცხადა გომელაურმა.

ნ.ც.-მ, 2021 წლის 09 თებერვალს თვითმკვლელობა ჩაიდინა.

პროკურატურამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ნ.ტ.-ს ბრალდება წარუდგინა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ტ.-მ მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ნ.ც. თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი იყო, 2020 წლის ივნისში და დეკემბერში, მოტყუებით, იმ პირობით, რომ მომავალში ცოლად შეირთავდა, სექსუალური კავშირი დაამყარა, რის შემდეგაც მასთან გაწყვიტა კონტაქტი. მოგვიანებით კი გოგონას განუცხადა, რომ მასზე დაქორწინებას არ აპირებდა. აღნიშნულით დაამცირა მისი ღირსება.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება გარდაცვლილი ნ.ც.-ს მიმართ შესაძლო სხვა ძალადობის ფაქტებზეც.

Vinkmag ad

გიზო ბანძელაძე

Read Previous

“ამ სახელმწიფოს არ ქვია ნიკა მელია” – შალვა პაპუაშვილი

Read Next

“ქართული ოცნების” უმრავლესობის შეთავაზებით, ცესკოს შემადგენლობა შვიდი წევრით განისაზღვრება

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *