“ამ სახელმწიფოს არ ქვია ნიკა მელია” – შალვა პაპუაშვილი

ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით უმრავლესობის პოზიცია იქნება ერთსულოვანი – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი აცხადებს.

„გამოხმაურებებმა, რომელიც ჩვენს გადაწყვეტილებას მოჰყვა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი გადაწყვეტილების სისწორე. ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენი ოპონენტები იმით რომ არ შემოდიან პარლამენტში, გავიდნენ დემოკრატიული სივრციდან და ახლა ისინი გავიდნენ ასევე სამართლებრივი სივრციდან, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ. ნიკა მელია გუშინდელი განცხადებით ამბობს ერთ რამეს, რომ ის არის სახელმწიფო, ის განსაზღვრავს და ადგენს თუ რა არის კანონი, შესაბამისად, სამშაბათს პარლამენტი შეიკრიბება და მას ეტყვის, რომ ამ სახელმწიფოს არ ჰქვია ნიკა მელია , ამ სახელმწიფოს ჰქვია საქართველო და ყველა მისი მოქალაქე თანასწორია კანონის წინაშე“, -თქვა პაპუაშვილმა

ოპოზიციასთან მოლაპარაკებების გაგრძელებასთან დაკავშირებით უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ ქართული ოცნება მზადაა დიალოგისთვის და თუ რამე დააზიანებს ამ პროცესს, მხოლოდ მელიას ქმედებები.

„მოლაპარაკებები არის შეჩერებული როგორც ვაკვირდებით. თუ დააზიანებს დააზიანებს მხოლოდ ნიკა მელიას  მოქმედება ამ მოლაპარაკებებს. აღკვეთი ღონისძიება, რომელიც ჰქონდა შეფარდებული მელიას, აქამდე არ გაუპროტესტებია, დაარღვია აღკვეთის ღონისძიების პირობები და ამიტომ ხდება დამძიმება. თუკი რაიმე ხდება და მათ შორის, დაკავება თუკი მოხდება, მოხდება მხოლოდ იმის გამო, რომ ასე გადაწყვეტენ ჩვენი ოპონენტები, ეს იქნება მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება იმისთვის, რომ გაამწვავონ პროცესები. რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას ის შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი, რომ კანონებს ყველამ უნდა სცეს პატივი და სადეპუტატო იმუნიტეტი არ წარმოადგენს პრივილეგიას იმისთვის, რომ ამას ამოფარებულმა პოლიტიკოსებმა გამოიწვიონ სახალხო მღელვარება და გავიდნენ სამართლებრივი ჩარჩოდან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს პარლამენტი სამშაბათს განიხილავს. პროკურატურა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარისთვის გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს, საგამოძიებო უწყებამ თანხმობის მისაღებად პარლამენტს შუამდგომლობით უკვე მიმართა. მელია თავის მხრივ ამბობს, რომ ის გირაოს არ გადაიხდის, თუმცა მას ვერ დაიჭერენ.

Vinkmag ad

გიზო ბანძელაძე

Read Previous

მეგობრობა დათო დარახველიძის ობიექტივში

Read Next

ვახტანგ გომელაური : – “ყველაფერი გავაკეთეთ რაც გვევალებოდა”

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *