დედამიწის მოსახლეობის ზრდა საუკუნეების განმავლობაში (ვიდეო)

Vinkmag ad

ძალიან გრძელი 200 000 წელი დასჭირდა რათა დედამიწის მოსახლეობა 1 მილიარდი გამხდარიყო. 2 000 საუკუნის განმავლობაში კაცობრიობა ვითარდებოდა იმისთვის, რომ ესწავლა გადარჩენა. ჩვენ ეს გავაკეთეთ და მას შემდეგ რაც მემილიარდე ადამიანი დაიბადა სულ რაღაც 200 წელიწადში, უკვე 7 მილიარდი ვართ. დღეს კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშიში ვირუსი გვემუქრება, თუმცა ვიბრძვით და ჩვენთვის ყველაზე ძვირფასის, თავისუფლების ხარჯზე ვცდილობთ ლეტალური შედეგი მინიმალური იყოს. ახლა გადავრჩებით და დაველოდებით შემდეგ გამოწვევას. ალბათ კიდევ ბევრი სირთულე გველის. 2050 წელს ჩვენი პლანეტის მოსახლეობა დაახლოებით 11 მილიარდი იქნება. მერე კიდე უფრო მეტი და ზრდის ტემპი ყოველ წელს მოიმატებს, იქამდე სანამ ძალიან ბევრნი არ ვიქნებით დედამიწისთვის. როგორი ცინიკური პარადოქსია, რომ 200 000 წელი ვსწავლობდით გადარჩენას და შეიძლება სწორედ ეს იყოს დამღუპველი. თუმცა პესიმიზმის საფუძველი არ გვაქვს, ჭკვიანი ადამიანები მარსის კოლონიზაციაზე მუშაობენ.

წყარო : American Museum of Natural History

გიზო ბანძელაძე

Read Previous

გორდონ რემსი – ცხარე ქათმის ფრთები

Read Next

მეშახტეების პროტესტი ტყიბულში

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *