8 ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი პანდემიის პერიოდში

Vinkmag ad

კორონა ვირუსმა მსოფლიოში რამდენადაც ხელი შეუშალა რიგი ბიზნესების განვითარებას და შეაფერხა მათი პროდუქციის რეალიზება, იმდენად უფრო პოპულარული გახადა ისეთი პროდუქტები, რასაც აქამდე ძნელად თუ წარმოვიდგენდით, რომ ამერიკასა თუ ევროპაში გაყიდვების რეკორდებს მოხსნიდა.

1.ბიდები

ამ სურათს აქვს ცარიელი alt ატრიბუტი; ფაილის სახელი: bide_2.jpg

2020 წლის დასაწყისში, ყველაზე გაყიდვა ნივთებში, არც მეტი არც ნაკლები, ბიდები იკავებს. ლოქსდაუნის დაწყებისთანავე,გვახსოვს, რომ ყველაზე მეტი მოთხოვნა სუპერმარკეტებში ტუალეტის ქაღალდზე იყო, თუმცა პარალელურად მოთხოვნადი საგანი მისი ალტერნატივა,უფრო ჰიგიენური პროდუქტი- ბიდები გახდა. კომპანია „Brodell”-ს გაყიდვები, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ბიდების მწარმოებელია,2020 წელს 40%-ით გაიზარდა.

2. ალკოჰოლი

რთულია თავი დაიმორჩილო ალკოჰოლის მიღების დოზის კონტროლისას, როცა გარეთ მომაკვდინებელი პანდემია ბობოქრობს, შენ კიდევ სახლის კედლებს შიგნით ხარ გამოკეტილი.. სხვადასხვა ტიპის ალკოჰოლის გაყიდვები ჯამურად 2020 წელს 25%დან – 34%-მდე გაიზარდა.

3. პურის საცხობი აპარატი

რადგან კოვიდ19-ის გამო ხალხი სუპერმარკეტებში სიარულსაც კი ერიდებოდა, ბევრმა ოჯახმა გადაწყვიტა, რომ პური თავად ეცხო სახლში, მეტად სანიტარულ და სასურველ პირობებში. 2020 წლის დასაწყისში, წინა წელთან შედარებით, პურის საცხობი აპარატების ბიზნესში 400%-იანი ზრდა იყო.

4. კომპიუტერის აქსესუარები

მსოფლიოში დასაქმებული ადამიანების დიდი წილი, პანდემიის გამო, დისტანციურ მუშაობასა თუ სწავლებაზე გადავიდა, რამაც განაპირობა ბაზარზე კომპიუტერისთვის საჭირო აქსესუარების დიდი მოთხოვნა. მხოლოდ ლეპტოპების გაყიდვები ბაზარზე 85%-ით გაიზარდა.

5. ფიტნესის აღჭურვილობა

გასაკვირი არ არის, რომ ვირუსის გავრცელების საკმაო რისკი, სწორედ სპორტ დარბაზებშია, ამ რისკის თავიდან ასაცილებლად ხალხმა გადაწყვიტა საკუთარი სპორტდარბაზები მათივე სახლში მოეწყო. სხვადასხვა აღჭურვილობისა თუ სპორტული ტანსაცმლის ონლაინ ყიდვადობა, ამ ბიზნესში 307%-ით გაიზარდა

6. გასაბერი აუზები

რადგან 2020 წლის ზაფხული იყო პერიოდი, როცა კორონა ვირუსი განსაკუთრებით გააქტიურდა, ადამიანებს კი,მსოფლიო ლოქდაუნის გამო, არ შეეძლოთ დასასვენებლად სადმე წასვლა, ბევრმა მათგანმა ამ ხერხს მიმართა და დასვენების ზონა საკურთარი სახლის ეზოშივე მოიწყვეს. გასაბერი აუზების გაყიდვების მაჩვენებელი კი 447%-ით გაიზარდა.

7. ფაზლები

თუ სახლში არც საცურაო აუზის ადგილი გაქვს და არც ალკოჰოლზე დამოკიდებული გინდა გახდე, სიამოვნების მიღება სხვა ალტერნატიული გზებითაც შეიძლება. იმ მიზეზმა, რომ ადამიანებს ფაზლების აწყობა, უბრალოდ ბედნიერებას ანიჭებდა მისი გაყიდვები 509%-ით გაზარდა.

8. ფრჩხილის მოვლის საშუალებები

რადგან პანდემიის პირველი ნაკადის დროს ყველა სალონები დაიკეტა, ადამიანებმა საკუთარ ფრჩხილებზე ზრუნვა თავად გადაწყვიტეს ფრჩხილის ლაქების, მისი მოსაშორებელი სითხეებისა და ფრჩხილის მოვლის ნაკრების გაყიდვები 80%-ით გაიზარდა.

წყარო: aarp.org

გიზო ბანძელაძე

Read Previous

ეკონომიკის სამინისტრო “ენკას”თვის მიწების გადაცემის შესახებ განმარტებას აკეთებს

Read Next

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 602 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *