ქუთაისის საკრებულოში ფილტვის კიბოს სკრინინგის საპილოტე პროგრამა წარადგინეს

წყარო: ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამჯდომარე ირაკლი შენგელია, ვიცე-მერთან და საკრებულოს წევრებთან ერთად სამედიცინო – ჰოსპიტალური სერვისების წარმომადგენლებს შეხვდა და ფილტვის კიბოს სკრინინგის საპილოტე პროგრამა წარუდგინა. შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა პროგრამის იმპლემენტირების გზებზე და მულტიდარგობრივი თანამშრომლობის ფორმებზე იმსჯელეს. ფილტვის კიბოს სკრინინგის მუნიციპალური პროგრამა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, სადეპუტატო ინიცირების ფარგლებში შემუშავდა და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განხორციელებული პირველი პრევენციული პროგრამაა, რომელიც დაავადების ადრეულ დიაგნოსტირებას ითვალისწინებს. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით აქამდე არსებული მუნიციპალური პროგრამები, მიმართული იყო დაავადებების შედეგების მართვაზე, პრევენციის მიმართულებით შემუშავებული პროგრამა კი სრულიად ახალ მიდგომას დანერგავს ადგილობრივი თვითმმართველობის ჯანდაცვის პოლიტიკაში.

” წელს ჯანდაცვითი მიმართულებით გვაქვს ახალი პროგრამა, ფილტვის კიბოს სკრინინგი, რომელიც ორიენტირებულია დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენაზე და პრევენციული მექანიზმის შექმნაზე. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პრეცენდენტი, ვინაიდან აქამდე არსებული პროგრამები პასუხობდა დაავადების შემდგომი მკურნალობის მოთხოვნებს და არ იყო ორიენტირებული დაავადების პრევენციაზე.

ამჯერად ჩვენი პრიორიტეტია დაავადების რისკების შემცირება, ადრეული დიაგნოსტირება და მართვა, განსაკუთრებით ისეთი გავრცელებული და დაბალი განკურნებადობის დაავადების, როგორიცაა ფილტვის კიბო. პროგრამა საპილოტეა და 2021 წლის ბიუჯეტიდან ბენეფიციართა მაღალტექნოლოგიური კვლევებისთვის გამოყოფილია 30 000 ლარი. ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამა შემუშავდა სადეპუტატო ინიცირების ფარგლებში და ითვალისწინებს ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე, 50 წელს გადაცილებული თამბაქოს მომხმარებელი, პროფესიული რისკის მქონე საწარმოებში დასაქმებული და სოციალურად დაუცველი ბენეფიციარების მაღალტექნოლოგიური სამედიცინო კვლევით უზრუნველყოფას;

პროგრამის ბენეფიციარები არიან ფილტივის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების I და II სტადიის მქონე პირები, 50 წელს გადაცილებული მწეველები, რომლებიც მოიხმარენ, ან იყვნენ თამაქოს მომხმარებელი ბოლო 15 წლის განმავლობაში, პროფესიული რისკის შემცველ საწარმოში მომუშავე პირები, სოციალურად დაუცველი და მარტოხელა მოქალაქეები.

პროგრამის მიზანია მაღალი რისკის მქონე ბენეფიციართა ადრეული დიაგნოსტირებით დაავადების პრევენცია და მართვა.” განაცხადა ირაკლი შენგელიამ

Vinkmag ad

გიზო ბანძელაძე

Read Previous

ჯორჯ ბალანჩინი

Read Next

8 თებერვლიდან ქუთაისში შეზღუდვები ნაწილობრივ იხსნება

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *