ჯორჯ ბალანჩინი

Vinkmag ad
ოფიციალური სახელი:გიორგი ბალანჩივაძე
დაბადების თარიღი:22 იანვარი, 1904
გარდაცვ. თარიღი:29 აპრილი, 1983  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:აშშ
კატეგორია:მოცეკვავე

1933 წელს ჯორჯ ბალანჩინი მიიწვიეს აშშ–ში, სადაც შექმნა „ამერიკული საბალეტო სკოლა“, რომლის ბაზაზეც ჩამოყალებეულ დასს 1948 წლიდან „ნიუ–იორკ სიტი ბალე“ დაერქვა.

მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ბალეტმაისტერი, ჯორჯ ბალანჩინი (გიორგი ბალანჩივაძე) დაიბადა 1904 წლის 22 იანვარს ქართული საოპერო მუსკის ფუძემდებლის მელიტონ ბალანჩივაძის ოჯახში, პეტერბურგში. 1914-1921 წლებში პატარა გიორგი სწავლობდა პეტერბურგის მარიას თატრთან არსებულ თეატრალურ საწავლებელში (პედაგოგი პ. გერდტი, ს. ანდრიანოვი). 1923 წელს დაამთავრა პეტროგრადის კონსერვატორია. 1921-1923 წლებში იგი მონაწილეობდა მცირე სოპერო თეატრის სპექტაკლებში. ამავე წლებში დადგა ცეკვები სპექტაკლებში „უიღბლო ეუგენი“ (ე. ტოლერის პიესა) და „ოქროს მამალი“ (ნ. რიმსკი–კორსაკოვი). 19 წლის ასაკში სათავეში ჩაუდგა პეტროგრადის „ახალგაზრდა ბალეტს“ რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ რუსული ბალეტის ცნობილი მოღვაწეები ლ. ლავროვსკი, ი. სმოლენსკი და სხვ.

1924 წელს გიორგი ბალანჩივაძე საზღვარგარეთ გაემგზავრა საცხოვრებლად. 1925-1929 წლებში იგი იყო „ს. დიაგილევის რუსული საბალეტო დასის“ მთავარი ბალეტმაისტერი და ამ დროიდან მოინათლა უცხოეთში ჯორჯ ბალანჩინად.

ჯორჯ ბალანჩინს დადგმული აქვს ასზე მეტი საბალეტო სპექტაკლი ბუენოს–აირესის, კოპენჰაგენის, ლონდონის, მილანის და სხვა ქალაქების თეატრებში. მის მიერ განხორციელებული საუკეთესო დადგმებია: ს.პროკოფიევის „უძღები შვილი“ (1928), სტრავინსკის „ორფევსი“, „აპოლონი, მუზათა მბრძანებელი“ (1929), „აგონი“ (1958), „ბროლის სასახლე“ (ბიზეს მუსიკის მიხედვით, 1941), „ბალე იმპერიალი“ (ჩაიკოვსკის მუსიკის მიხედვით, 1941) და სხვ.

1932 წლიდან ჯორჯ ბალანჩინი ფრანგული საბალეტო დასების „ბალე რიუს დე მონტე კარლოს“ და „ბალე – 1933“–ის ბალეტმაისტერია.

ბალანჩინი ავტორია ინგლისურენოვანი წიგნისა „ცნობილი ბალეტების დაწვრილებითი აღწერა“. თავდაპირველად იგი დგამდა სიუჟეტიან ხოლო შემდეგ უსიუჟეტო ე. წ. აბსტრაქტულ ბალეტებს, რომელშიც განხორციელებული იყი მისი შემოქმედების ძირითადი პრინციპი – მახვილი ქორეოგრაფიული მონახაზის, ხატოვანი, რთული მოძრაობების მეოხებით მუსიკა გახადო ხილვადი და სასიამოვნო აღსაქმელი.

1962 და 1973 წლებში ჯორჯ ბალანჩინი საგასტროლოდ ჩამოვიდა საბჭოთა კავშირში და ორივეჯერ თბილისშიც გამართა სპექტაკლები, რომლეთაც დიდი წარმატება ხვდა წილად.

1983 29 აპრილს ჯორჯ ბალანჩინი გარდაიცვალა. დაკრძალულია ამერიკაში. 2004 წელს ნიუ–იორკსა და პეტერბურგში აღინიშნა დიდი მაესტროს დაბადების 100 წლისთავი.

წყარო: http://www.nplg.gov.ge/

გიზო ბანძელაძე

Read Previous

გალაკტიონ ტაბიძე

Read Next

ქუთაისის საკრებულოში ფილტვის კიბოს სკრინინგის საპილოტე პროგრამა წარადგინეს

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *