გალაკტიონ ტაბიძე

დაბადების თარიღი:17 ნოემბერი, 1891
გარდაცვ. თარიღი:17 მარტი, 1959
დაბადების ადგილი: სოფელი ჭყვიში, ვანის მუნიციპალიტეტი 

დაიბადა კულტურული ტრადიციების მქონე სოფლის მასწავლებლის ოჯახში. 1900 წლიდან სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო 1908 წლიდან – თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1910 – 1911 წლებში მუშაობდა მასწავლებლად.

გ. ტაბიძე არის ჟურნალ “მნათობის” ერთ-ერთი დამაარსებელი (1924). გ. ტაბიძის შემოქმედება XX საუკუნის 10-იანი წლებიდან იწყება. 1914 წელს გამოქვეყნებულმა კრებულმა “ლექსები” და განსაკუთრებით 1919 წელს გამოცემულმა “არტისტულმა ყვავილებმა” მას საყოველთაო აღიარება, “გენიალური გალაკტიონისა” და “პოეტების მეფის” სახელი მოუტანა. “მე და ღამემ”, “მთაწმინდის მთვარემ”, “მერიმ” მკითხველს წარუდგინა სრულიად ახლებური პოეტური სამყარო, ქართული ბგერის დიდებული კეთილხმოვანება და სიტყვის მოქნილობა. 

40-იანი წლებიდან გალაკტიონი აქვეყნებს ლექსებს: “ლურჯა ცხენები”, “მთაწმინდის მთვარე”, “პოეზია უპირველეს ყოვლისა”, “ნიკორწმინდა” და სხვ., რომლებშიც რეალობის სფეროში სიკეთის, მშვენიერების და ჰარმონიის მიკვლევაა გადმოცემული. მის თითქმის ყველა ლექსს უაღრესად დახვეწილი მელოდიურობა, აუხსნელი მუსიკალურობა, რითმის ბუნება, ლექსიკა და ფრაზის წყობა ახასიათებს.

გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება რამდენიმე ათეული წელია გადაულახავ მწვერვალად დგას თანამედროვე ქართულ პოეზიაში. მისი ავტორიტეტი დღესაც ბატონობს და გადაუჭრელ ამოცანად რჩება ქართული ლექსის თვისობრივად ახალ, მის ლექსთან შედარებით უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა. მისი ლექსები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე.

Vinkmag ad

გიზო ბანძელაძე

Read Previous

აკაკი წერეთელი

Read Next

ჯორჯ ბალანჩინი

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *