დავით მირცხულავა: – ბეტონის გრავიტაციული კაშხლების სეისმური ფაქტორით ნგრევის ფაქტი მსოფლიოში არასდროს დაუფიქსირებიათ

Vinkmag ad

დავით მირცხულავა: – ბეტონის გრავიტაციული კაშხლების სეისმური ფაქტორით ნგრევის ფაქტი მსოფლიოში არასდროს დაუფიქსირებიათ და ეს სრული ჭეშმარიტებაა. ერთი ბეტონის კაშხალიც არ დაზიანებულა 10 წლის წინ ჩილეში, მაულეს 8.8 მაგნიტუდის მიწისძვრის დროს და არც – 2008 წელს, ვენჩუნის 9.0 მაგნიტუდის მიწისძვრის დროს ჩინეთში, არც – 2011 წელს, ტოჰოკუს 9.0 მაგნიტუდის მიწისძვრის დროს იაპონიაში. იმას, რომ ბეტონის კაშხლები მიწისძვრების დროს არ დაზიანებულა და არ დანგრეულა, თავისი ახსნა აქვს. სეისმური მდგრადობის თვალსაზრისით, დიდი კაშხლები სისტემურად დაპროექტებული პირველი ნაგებობებია. ზოგადად, ბეტონის კაშხლები იყო პირველ ნაგებობათა შორის, რომელთა პროექტირების დროს, გათვალისწინებული იყო სეისმური დატვირთვა. მარტივად რომ ავხსნა, მაგალითად, დიდ კაშხლებს უნდა შეეძლოთ, გაუძლონ მიწისძვრას განმეორადობის პერიოდით _ დაახლოებით, 10 000 წელი, ხოლო სამოქალაქო შენობები და ხიდები, ჩვეულებრივ, შექმნილია მიწისძვრისთვის, რომლის განმეორადობის პერიოდი 475 წელია. ეს არის სამშენებლო კოდების ტიპური მოთხოვნა დასავლეთის ქვეყნებში და ამ ფაქტს ხშირად აღნიშნავს უამრავ პუბლიკაციაში, დარგის უდიდესი ავტორიტეტი, მარტინ ვიელანდი, როცა ბეტონის კაშხლების მაღალ საიმედოობაზე საუბრობს და ადარებს მათ სხვა ტიპის ნაგებობებს. ნამახვანჰესის კაშხლის სეისმოდეგობასთან დაკავშირებით შემიძლია აღვნიშნო, რომ ჩატარებული კვლევები და ანგარიშები შეესაბამება დიდი კაშხლების საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებს.

გიზო ბანძელაძე

Read Previous

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმესთან დაკავშირებული მოსმენა სენატში 8 თებერვლიდან დაიწყება

Read Next

ნამახვანის ჰესების კასკადის განმახორციელებელი კომპანია ENKA საგანგებო განცხადებას ავრცელებს

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *