გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სამუშაოებს დღეიდან ახალი კომპანია გადაიბარებს

გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სამუშაოებს დღეიდან ახალი კომპანია, ბაგინეთი + გადაიბარებს, ხოლო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები პროცესის უწყვეტ მონიტორინგს განახორციელებენ. გელათის სამონასტრო კომპლექსის იმ ნაწილში, სადაც თოვლის გამო დროებითი გადახურვის ფრაგმენტი აძვრა, სამუშაოები უკვე დასრულდა. გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძრის დასავლეთის მკლავზე ახალი დროებითი გადახურვა მოეწყო. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლების თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს სამონასტრო კომპლექსის სახურავის და წყალგამტარი სისტემების მონიტორინგი. შეგახსენებთ, რომ გელათის საკითხს მონიტორინგს პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტი უწევს. კომიტეტმა უკვე გასცა რეკომენდაციები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიმართ, რომელიც ერთი თვის ვადაში უნდა შესრულდეს.

Vinkmag ad

გიზო ბანძელაძე

Read Previous

დონალდ ტრამპი – მადლობა და მშვიდობით!

Read Next

1-ელი თებერვლიდან შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნება

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *