ლევან შენგელიამ ტრაბზონსპორს გაუტანა

თურქული სუპერლიგის მე-20 ტურში ტრაბზონსპორმა საკუთარ მოედანზე ქონიასპორი 3:1 დაამარცხა.

სტუმართა შემადგენლობაში მოედანზე 86-ე წუთზე გამოჩნდა ქართველი ნახევარმცველი ლევან შენგელია, რომელმაც შემოსვლიდან 2 წუთში მეტოქის კარი აიღო.

ლევან შენგელიამ უკანასკნელ 6 თვეში ტრაბზონელებს მეორედ გაუტანა. ივლისში, გასული სეზონის მატჩში 25 წლის ნახევარმცველმა შეძლო ტრაბზონსპორისთვის საჯარიმო დარტყმით გოლის გატანა.

20 ტურის შემდეგ ქონიასპორი 22 ქულით მე-14 პოზიციაზეა. რაც შეეხება ლევან შენგელიას, მიმდინარე სეზონში 18-ჯერ ითამაშა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

წყარო: adjarasport.com

Vinkmag ad

გიზო ბანძელაძე

Read Previous

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

Read Next

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *