ევროპარლამენტის რეზოლუცია: ევროპარლამენტი შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას განაგრძობენ

20 იანვარს ევროპარლამენტი კენჭს უყრის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკისა და საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის იმლემენტაციის შესახებ რეზოლუციებს, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი.

რეზოლუციებში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას განაგრძობენ, რაც საერთაშორისო სამართლის დარღვევაა, რომ ისინი კვლავ იმყოფებიან მოლდოვის ტერიტორიაზე და რომ რუსეთი რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების დესტაბილიზაციას აგრძელებს.

ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოხატავს აღმოსავლეთ სამეზობლოში დეზინფორმაციული კამპანიების უპრეცედენტო მასშტაბის გამო, განაგრძობს რუსეთის სამხედრო ინტერვენციის, ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიისა და მოლდოვაში რუსეთის მიერ კონფლიქტის გაყინვის დაგმობას.

ევროპარლამენტის რეზოლუციებში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს პარტნიორების სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირის უახლოეს სამეზობლოში კონფლიქტის ზონების გავრცელებისა და რუსეთის მიერ სუვერენული სახელმწიფოების კუთვნილი ტერიტორიების დე ფაქტო ოკუპაციის გამო.

Vinkmag ad

გიზო ბანძელაძე

Read Next

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *